გაკვეთილის თემა
|
Irregular Verbs in the Past Simple
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი დ4
|
კლასი
|
6
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
18
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არ არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
|
მოსწავლეები ეცნობიან არაწესიერ ზმნებს, მათ გამოყენებას წარსულ
დროში და დადებითი წინადადებების გადაყვანას უარყოფითსა და კითხვითში.
|
სასწავლო მიზნები და შედეგები
|
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ინგლისურში
არსებობს ორი ტიპის ზმნა: წესიერი და არაწესიერი; უნდა შეძლონ მათი წინადადებაში
ამოცნობა; წარსულ დროში დადებითი წინადადების
კითხვითსა და უარყოფით ფორმაში გადაყვანა.
|
შეფასება
|
გამოყენებული იქნება მიმდინარე განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასება: ქულები, შექება, კომენტარი. მოსწავლეთა შეფასებისას დაკვირვების
ობიექტი იქნება ზეპირი და წერითი სამუშაო.
|
სტანდარტი
|
უცხ.დ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია
წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი
გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს
ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულს,
ზმნიზედას);
· იცავს ელემენტარულ
სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და
ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნას და არსებით სახელს პირსა და
რიცხვში);
· შეარჩევს ზმნის
სათანადო ფორმებს;
· იცავს სიტყვათა
რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში;
· სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა, კომპიუტერი, ცარცი, დისკი, სლაიდ შოუს
გამშვები
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან წარსულ დროში წესიერი ზმნების ჩასმა და მათი
კითხვით და უარყოფით ფორმებში გადაყვანა; წაკითხული აქვთ ტექსტი
სახელმძღვანელოში (English World, Pupils Book pg 22 Text – School clubs are
fun!); აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი და იციან ის ზმნები, რომლებსაც
მასწავლებელი გამოიყენებს ახსნის დროს, იციან და ანსხვავებენ ერთმანეთისაგან ზმნის
საწყის ფორმას ანუ ინფინიტივს და ე. წ. „შიშველ“ ინფინიტივს.
|
გაკვეთილის მესვლელობა
|
A ფაზა - გამოწვევა
10 წუთი
მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების დასრულების შემდეგ ურიგებს
თითოეულ მოსწავლეს ბითლზის სიმღერის “Yesterday” ტექსტს ინგლისურ ენაზე. შემდეგ
ასმენინებს მოსწავლეებს სიმღერებს. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მოკლედ
საუბრობენ სიმღერის შინაარსზე. მასწავლებელი ეხმარება კითხვებით მათ: What
happened? When did it happen? და ა. შ. ამის შემდეგ მოსწავლეები ეძებენ წარსულ
დროში ჩასმულ ზმნებს სიმღერის ტექსტში. (გაკვეთილის გეგმას თან ახლავს სიმღერის
ტექსტი). ამით მასწავლებელი ერთგვარად ახსენებს და ამასთანავე ამოწმებს ნასწავლ
მასალას. გარდა ამისა მოსწავლეები ერთგვარად ემზადებიან ახალი მასალისათვის.
B ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
25 წუთი
1 ეტაპი - მასწავლებელი power point-ში გაკეთებული
პრეზენტაციის საშუალებით განმარტავს წარსული დროის მნიშვნელობას, საუბრობს
ზმნის წესიერ და არაწესიერ ფორმებზე, როგორ აწარმოებენ ისინი წარსულ დროს,
წინადადებების უარყოფით და კითხვით ფორმებზე და წარსული დროის გამოყენებაზე.
თითოეული საკითხის ახსნის შემდეგ მოსწავლეები თავად სვამენ ზმნის სწორ ფორმას.
პარალელურად მასწავლებელი წერს ზმნის არაწესიერ ფორმებს დაფაზე.
2 ეტაპი - ამ ეტაპზე მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში. ერთი მოსწავლე
ეკითხება მეორეს: What did you do yesterday? მეორე შესაბამისად სცემს პასუხს.
მაგალითად: I went to school yesterday, I ate an ice cream yesterday და ა. შ.
C ფაზა -
ცოდნის გამთლიანება
10 წუთი
ამ ეტაპზე მასწავლებელი იყენებს 3, 2,1 მეთოდს.
3 - ეკითხება მოსწავლეებს გამოყონ 3 წესი, რომელიც მათ
დაამახსოვრდათ ახსნილი მასალიდან და გამოიყენონ ეს წესები მეტყველებაში.
2 - მოსწავლეებმა უნდა დასვან 2 შეკითხვა, რომელზედაც აინტერესებთ
პასუხები. თუ ეს შეკითხვები უშუალოდ ახსნილი მასალიდან გამომდინარეობს
მასწავლებელი სცემს პასუხს მათ შეკითხვებზე. თუ ეს მომდევნო გაკვეთილის
თემატიკაა ინიშნავს მათ.
1 - ერთი რამ რაც მათთვის გაუგებარი დარჩა.
ბოლოს აძლევს დავალებებს ტექსტიდან და აძლევს შესაბამის - ახსნა განმარტებას.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
რაღას მოველი გარეთ ქარი ქრის, სულშიც ქარია! ცოდვილ მიწაზე რა მიხარია! ცრემლები თვალებს რად ასველებენ! ფიქრები მწვავე არ მასვენებენ!...
-
რაღას მოველი გარეთ ქარი ქრის, სულშიც ქარია! ცოდვილ მიწაზე რა მიხარია! ცრემლები თვალებს რად ასველებენ! ფიქრები მწვავე არ მასვენებენ!...
No comments:
Post a Comment